ხილი კრემით
ეს დესერტი ვფიქრობ ყველაზე მეტად შეეფერება ზაფხულს: უდარდელი და ფერადია. სიტყვა - უდარდელი ტყუილად არ გამომიყენებია: მისი აწყობის დროს არ ფიქრობ დეტალებზე, სიმეტრიაზე, უბრალოდ შენს განწყობას ენდობი და ისე მოქმედებ, როგორც გაგეხარდება. გნებავთ პირველ ფენას ხილს გამოიყენებთ, მეორეს კრემს, ან პირიქით, ან თუნდაც ყველაფერს ერთმანეთში აურევთ. ამიტომაც მიყვარს ზაფხული, სრული თავისუფლება!

ინგრედიენტები
მოხარშული კრემისთვის:
მომზადება
კრემის მოსამზადებლად საშუალო ქვაბში შეათბეთ ოდნავ რძე.
ცალკე ჯამში შაქარი და ფქვილი ერთმანეთში კარად აურიეთ და ცოტა თბილ რძეში გახსენით. შემდეგ ჩაასხით რძიან ქვაბში და დაბალ ცეცხლზე იქამდე ურიეთ, ვიდრე არ გასქელდება. მოხარშული კრემი კარგად გააციეთ და კარაქში გათქვიფეთ, დაამატეთ ვანილი.
გამჭირვალე ჭურჭელში ააწყვეთ დესერტი ისე, როგორც თქვენ გესიამოვნებათ. გამოიყენეთ ან ბისკვიტი, ან ორცხობილა ან მხოლოდ კრემი და ხილი.
სასიამონოა პროცესიც და ჭამაც!