ხილის ტარტი ფრანგულად

18 მარ 2020 |

ეს ტარტი ჩემი მეუღლის დაბადების დღისთვის მოვამზადე. არ უყვარს ძალიან ტკბილი დესერტები, შესაბამისად ხილის ტარტი იდეალურად ჩაჯდა მის გემოვნებაში. ვფიქრობ, ასეთ მნიშვნელოვან თარიღებს უხდება ნამცხვარი, რომელსაც საკუთარი ხელით აცხობ და უზიარებ საყვარელ ადამიანს, ჩემთვის ეს ჟესტი მზრუნველობის და სიყვარულის ნიშანია. ასე რომ, გაითვალისწინეთ და აივსეთ დადებითი ემოციებით.

ინგრედიენტები

ტარტის ცომისთვის:

ტარტის კრემისთვის:

მომზადება

კრემისთვის:

შეურიეთ ერთმანეთს რძე, ნაღები და ნახევარი შაქარი საშუალო ზომის ქვაბში და მიიყვანეთ ადუღებამდე.

პატარა ჯამში მოათავსეთ შაქარი, მარილი, სახამებელი და კვერცხის გულები და გათქვიფეთ, ვიდრე არ მიიღებთ კრემოვან მასას. ამ ჯამში მოათავსეთ 1 ჭიქა ცხელი რძე (ქვაბიდან) დამოურიეთ. შემდეგ ეს მასა ჩაასხით ცხელი რძის ქვაბში და ურიეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ სქელ კრემოვან მასას. როდესაც ბუშტები დაიწყებს გახეთქვას 30 წამი გააჩერეთ და გადმოდგით. კრემი მოათავსეთ ღრმა ჯამში, გადააფარეთ სპეციალური კულინარიული ცელოფანი და 2-3 საათი გააციეთ.


ცომისთვის:

პატარა ჯამში შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული, ნაღების კრემი და ვანილი

პროცესორში მოათავსეთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქრის პუდრა და მარილი და დაატრიალეთ რომ შეერიოს ერთმანეთს. დაამატეთ ცივი კარაქი და დაატრიალეთ კიდევ ერთხელ ცოტა ხანი(15 პულსი დაახლოებით).

ამის შემდეგ პროცესორში ჩაამატეთ სველი ინგრედიენტების მიქსი და დაელოდეთ ვიდრე არ მიღებთ ცომის მასას. (გაითვალისწინეთ, რომ დიდი ხანი დაბლენდერება არაა საჭრო).

სპეციალურ ცელოფანში მოათავსეთ ცომი, მსუბუქად გააბრტყელეთ და ერთი საათი გააჩერეთ მაცივარში.


გააბრტყელეთ ცომი, მოათავსეთ ტარტის ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.

გააციეთ გამომცხვარი ბისკვიტი და გადაუსვით კრემი. ტარტი მორთეთ სასურველი ხილით და ისიამოვნეთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.