ქინოას და კიტრის სალათა

05 აპრ 2021 |

დღეს აზიური სამზარეულოს განწყობაზე ვართ. გადავწყვიტეთ დავუბრუნდეთ ჩვენს საყვარელ ქინოას და ამჯერად კიტრთან ერთად შემოგთავაზოთ. კიდევ უფრო განსაკუთრებულ გემოს ამ სალათს სოიოს სოუსი აძლევს და გირჩევთ ეს რეცეპტი აუცილებლად გამოსცადოთ. დათბა და საგაზაფხულო კერძები უფრო და უფრო აქტუალური ხდება!

და რაც მთავარია, ეს კერძი ვეგანურია, ანუ სამარხო :)

ინგრედიენტები

მომზადება

კერძის მომზადება დავიწყოთ ქინოას მოხარშვით: 1 ჭიქა ქინოას დაასხით 2 ჭიქა წყალი და საშუალო ცეცხლზე მოხარშეთ. როცა წყალი დააშრება, გამორთეთ, დაახურეთ თავსახური და 10-15 წუთი გააჩერეთ.


პარალელურად, მოასხით ზეითუნის ზეთი ტაფას და მოთუშეთ ნიორი და ხახვი. ამის შემდეგ, გამორთეთ ცეცხლი და დარბილებულ ხახვს და ნიორს დაუმატეთ შაქარი, სოიოს სოუსი, ოდნავ მარილი, ძმარი და ლიმონის წვენი და კარგად აურიეთ ერთმანეთს.


მოხარშული ქინოა მოათავსეთ ღრმა ჯამში, დაუმატეთ დაჭრილი კიტრი და ბოლოს მოასხით უკვე მზა სოუსი. კარგად აურიეთ და მიირთვით ძააალიან გემრიელად :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.