ქინოას სალათა პესტოთი
ქინოა რომ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული Super Food-ია ჩვენი ბლოგიდან გეცოდინებათ. ამიტომ არ ვჩერდებით და გთავაზობთ მრავალფეროვან რეცეპტებს ამ ინგრედიენტია გამოყენებით
ინგრედიენტები
პესტო
სალათა
მომზადება
პირველ რიგში გაავლეთ ქინოა წყალში, შემდეგ გადაწყრეთ და დადგით საშუალო ცეცხლზე, როცა ამოშრება 2-3 წუთი აცადეთ მობრაწვა, შემდეგ დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი და 5 წუთი ურიეთ. შემდეგ დაამატეთ 2 ჭიქა წყალი და ადუღეთ 15 წუთი. ბოლოსკენ დაამატეთ მარილი და პილპილი. როცა წყალი კარგად ამოშრება, გათიშეთ გაზი, დაახურეთ თავსახური და დატოვეთ 5-10 წუთი.
პესტოს მომზადება უადვილესია.
ჯერ დააბლენდერეთ დაჭრილი ნიორი და მიწის თხილი. დაამატეთ ბაზილიკის ფოთლები. ისევ დააბლენდერეთ. დაამატეთ ლაიმის წვენი. შემდეგ ზეითუნის ზეთი და ბოლოს პარმეზანი ჩაახეხეთ.
პესტო აურიეთ ქინოას და გადაიტანეთ სერვირების თეფშზე. დაამატეთ დაჭრილი ავოკადო, პამიდორი და კვერცხი. მიირთვით გემრიელად.