ქინოას საუზმე
თუ შვრიის საუზმე ცოტა მოსაბეზრებელი გახდა თქვენთვის, გირჩევთი ცოტა ხნით ქინოაზე გადაერთოთ. ეს პროტეინებით გამდიდრებული ბურღულეული ზაფხულს გაგიხალისებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ ყოველ დილით.
ინგრედიენტები
მომზადება
1/2 ჭიქა ქინოა გარეცხეთ, გადაწურეთ და ჩაყარეთ მოსამზადებელ ქვაბში. დაუმატეთ 2 ჭიქა სითხე. ჩვენი რეცეპტი მომზადებულია ქოქოსის რძით, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნებისმიერი რძით, ან წყლითაც კი. ხარშეთ 15 წუთი და დაატკბეთ თაფლით. შეგიძლიათ ეს საფეხური გამოტოვოთ. გადმოიტანეთ თასზე და გააფორმეთ იმ ხილით ან კენკრით, რაც სახლში გაქვთ. არ არსებობს ხილი, რაც ქინოას საუზმეს არ მოუხდება. შეგიძლიათ თაფლი ზემოდან კიდევ მოასხათ და მიირთვათ გემრიელად.