კიტრის და პამიდვრის სალათა სვანური მარილით და მწვანე სოუსით

08 აგვ 2020 |

კიტრის და პამიდვრის სალათა მწვანილებით ვის არ უყვარს?! თუ ვინმე ხართ ასეთი, სასწრაფოდ უნდა გამოვასწოროთ. არაერთხელ შემხვედრია ისეთი პრეტენზიული ადამიანი, ვისაც მწვანილის ფოთლოვანი ტექსტურა არ სიამოვნებს და ყოველთვის ეძებენ რამე ჩასანაცვლებელს. ამიტომ ეს რეცეპტი ასეთ ადამიანებს ძალიან ესიამოვნებათ

ინგრედიენტები

მომზადება

რადგან მწვანილის ფოთლები არ გვინდა მოხვდეს ჩვენს სალათში, ამიტომ ბლენდერი ან ჩოპერი დაგვჭირდება. მწვანილების დაბლენდერება შეიძლება გაგიჭრდეთ, მაგრამ არაუშავს, ოდნავ წყალს თუ დაამატებთ ყველაფერი მწყობრში ჩადგება. გემოს კი ამით არაფერი დააკლდება. ბლენდერშივე ვათავსებთ ნიორს, ხახვს და ვაყრით მარილს და პილპილს.

მიღებულ მასას მოვათავსებთ თეფშზე კიტრის და პამიდვრის გვერდით. ბოლო დეტალი სვანური მარილია, რომელიც ყოველდღური რუტინიდან გადახვევასავით იქნება და გირჩევთ აუცილებლად სცადოთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.