ქლიავის ნამცხვარი

12 სექ 2022 |

ერთი წლის მერე food4.ge YouTube არხი დაბრუნდა! რადგან ქლიავის სეზონია, გადავწყვიტე მარტივი და გემრიელი ქლიავის ნამცხვრის გაზიარება, რომლის მომზადებასც ყველა შეძლებთ. მიყევით ინსტრუქციას და ისიამოვნეთ შედეგით.

ინგრედიენტები

მომზადება

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.


პირველ რიგში კარაქი და შაქარი შეათქვიფეთ ერთმანეთს. შემდეგ სათითაოდ დაამატეთ კვერცხი. მიღებულ მასას შეურიეთ მაწონი, ვანილი, მარილი, გამაფხვიერებელი და ბოლოს ფქვილი. უნდა გამოგივიდეთ სქელი არაჟნის სტრუქტურა.


მოათავსეთ ცხიმწასმულ ფორმაში ცომი და ზემოდან ლამაზად დაალაგეთ ნახევარმთვარის ფორმაზე დაჭრილი ქლიავი.


გამოაცხვეთ დაახლოებით 40 წუთი. ვიდრე გამოიღებთ, შეამოწმეთ ხის ჩხირით რომ გული მშრალია.


PS გააორმაგეთ დოზები თუკი დიდ ფორმაში გადაწყვეტთ ნამცხვრის გამოცხობას!


მოამზადეთ სიამოვნებით და მიირთვით გემრიელად 💕

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.