ქოქოსის კანფეტები

17 დეკ 2019 |

ხომ არის მომენტები, როდესაც ძალიან გინდათ რაიმე ტკბილი, მაგრამ თქვენი მეორე ,,მე" გეუბნებათ: ,,ერიდე შაქარს"!!! ამიტომ მარტივ გამოსავალს გთავაზობთ - ნატურალურად ტკბილ ქოქოსის ბურთებს, რომლებიც ძალიან უხდება ზამთარს, განსაკუთრებით ახალი წლის დღეებს. შოკოლადში ამოვლებულ კანფეტებზე მობნეული ქოქოსის ფანტელები თოვლის განწყობას ქმნის, არ მეთანხმებით?

ინგრედიენტები

მომზადება

ქოქოსის კანფეტების მოსამზადებლად დაგჭრდებათ საჭმლის პროცესორი. მოათავსეთ ქოქოსის ფანტელები პროცესორში და რამდენიმე წამი დაატრიალეთ. ამის შემდეგ ერთმანეთში შეურიეთ ქოქოსის ზეთი, თაფლი, ვანილის ექსტრაქტი და მარილი. მიღებულ მასას დაუმატეთ დაფქვილი ქოქოსი და კარგად შეურიეთ ერთმანეთს. ქოქოსის ბურთების გაკეთების დროს, ბურთები გაწურეთ ზედმეტი ზეთისგან და მოათავსეთ თუნუქის ფირფიტაზე ან დიდ თეფშზე, რომელსაც პერგამენტის ქაღალდი ექნება გადაფარებული. შეინახეთ ისინი საყინულეში ვიდრე არ გამაგრდება და ამ დროს მოამზადეთ შოკოლადი. დაადნეთ შოკოლადის ნატეხები და დაამატეთ ნაღები ან ქოქოსის ზეთი ვიდრე არ მიიღებთ საშუალოზე თხელ მასას. გაყინული ქოქოსის ბურთულები ამოავლეთ შოკოლადში და მოაყარეთ ქოქოსის ფანტელები. გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.