ქოქოსის რძის წვნიანი
ეს წვნიანი ექპრომტად მოვამზადე. როდესაც მაცივარში მორჩენილი ქოქოსის რძე და ბულიონი მომხვდა თვალში, მივხვდი რომ დრო იყო მემოქმედა. ამ ფიქრში გართული ნახევარი კონტეინერი სოკოც შევამჩნიე და დავიწყე! წვნიანმა მარტო ფერი მიიღო ისეთი სახალისო და ნათელი, როგორ შეიძლება მის მომზადებაში ეჭვი შეგეპაროს? გემოზე ხომ აღარაფერს ვლაპარაკობ.
ინგრედიენტები
მომზადება
საშუალო ზომის ქვაბში მოასხით ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გახეხილი ჯინჯერი. 2-3 წუთი მოთუშეთ და დაუმატეთ სოკო, მოაყარეთ სანელებლები. როდესაც სოკო დარბილდება, მოასხით ბოსტნეულის ბულიონი და 8-10 წუთი დააცადეთ დაბალ ცეცხლზე დუღილი. ამის შემდეგ უკვე დაამატეთ ქოქოსის რძე, ლიმონის ახლადგამოწურული წვენი და მოაყარეთ ქინძი და მარილი გემოვნებით. დაახლოებით 5 წუთი ისევ დატოვეთ დაბალ ცეცხლზე და თქვენი უგემრიელესი წვნიანი მზად არის.
მოხარშეთ ბრინჯი და მიირთვით გემრიელად!