კოქტეილი ,,მარგარიტა"

10 დეკ 2019 |

,,მარგარიტა" ჩემთვის ნიშნავს დღესასწაულს! ის არც ტკბილია, არც მჟავე, არც მძიმე და არც ძალიან მსუბუქი; ციტრუსის და ტეკილას თავბრუდამხვევი კომბინაცია წვეულების დროს ვფიქრობ, რომ საუკეთესო არჩევანია. მიყვარს ,,მარგარიტას" ცოცხალი გემო; როდესაც გრძელი კოქტეილების მენიუში არჩევანის გაკეთება მიჭირს, ,,მარგარიტა" ყოველთვის საუკეთესო გამოსავალია!

ინგრედიენტები

მომზადება

,,მარგარიტას" მოსამზადებლად სულ 3 ინგრედიენტია საჭირო, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია 2 დამატებითი ინგრედიენტი - მარილი და ყინული. ჭიქაში ჩაყარეთ ყინული და რამდენიმე წუთი დატოვეთ, რომ კოქტეილის ჭიქა კარგად გაცივდეს. ამის შემდეგ ჭიქის მთლიან რკალზე მოუსვით ლაიმი და ამოავლეთ მსხვილ მარილში (იხ. ვიდეო - მექსიკური სამზარეულო).

,,შეიკერი" გაავსეთ ყინულით და დაუმატეთ ტეკილა, ფორთოხლის ლიქიორი და ახლადგამოწურული ლაიმის წვენი. თუ თქვენ ტკბილი კოქტეილი გიყვართ, შეურიეთ შაქრის სიროფი. რამდენიმე წამი შეანჯღრიეთ და კოქტეილი მზადაა! მიირთვით ყინულის გარეშე, ან ყინულის კუბებთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.