კომბოსტოს სალათა

05 აგვ 2020 |

ჩემთვის შუაზე გადაჭრილი იასამნისფერი კომბოსტო ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. საოცრად მიმზიდველია ეს მარმარილოსებრი ზედაპირი და რაც მთავარია ფერები. რაც შეეხება მის გემოს, კომბოსტოს სალათა ისეთი კერძია, რომ გარდა იმისა რომ დამოუკიდებლად შეგიძლიათ მიირთვათ, ასევე ნებისმიერ ხორცს შეგიძლიათ მიუდოთ გარნირის სახით. ზაფხულისთვის იდეალური კომბოსტოს სალათა მრავალფეროვანი გემოებით და ფერებით უცებ დაიპყრობს თქვენს გულებს.

ინგრედიენტები

მომზადება

გახეხეთ ბოსტნეული, მოათავსეთ ღრმა ჯამში, მოასხით ზეითუნის ზეთი, ძმარი, მარილი/პილპილი, მოაყარეთ კამა და დაუმატეთ სახლში მომზადებული მაიონეზი სურვილის მიხედვით. უბრალოდ აურიეთ ყველაფერი ერთმანეთში და ის თქვენია!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.