კრეპები ნუშის რძით

07 სექ 2020 |

ვფიქრობ, კრეპები მხოლოდ დილის კერძი არაა, ის დღის ნებისმიერ დროს უხდება. განსაკუთებით მეგემრიელება კრეპები ახლა, სექტემბრის ამ მზიან დღეებში, როცა ლეღვი ასეთი ტკბილია და თაფლი კიდევ უფრო. ეს რეცეპტი განსაკუთებით მათ დააინტერესებს, ვისაც ლაქტოზასთან შეუთავსებლობა აქვს და ერიდება ნატურალური რძის მიღებას. მე რძე ნუშის რძით ჩავანაცვლე და ძალიან ბედნიერი ვარ!

ინგრედიენტები

მომზადება

დიდ ჯამში მოათავსეთ ჯერ ნუშის რძე, კვერცხი, წყალი და ვანილი და კარგად დაურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი ნელნელა, რომ არ გაიკეთოს ხორხოშები. თუ მაინც ხორხოშები გაუჩნდა, შეგიძიათ გაცრათ. (მე ასე მოვიქეცი :)

ცომი იქნება თხელი, მაგრამ არ შეგეშინდეთ. ცოტა ხანი გააჩერეთ და ამის შემდეგ დაიწყეთ ცხობა.


გაახურეთ კრეპის ტაფა და ამის შემდეგ თუ სურვილი გაქვთ გადაუსვით ქოქოსის ზეთი, კარაქი, ან ნებისმიერი სხვა ზეთი. (მე პირადად არ გამომიყენებია, რადგან ჩემი ტაფა არ იწვავს). დაახლოებით 1/3 ჭიქა კრეპის ცომი გადაანაწილეთ მთელი ტაფის ზედაპირზე და ჯერ ერთი მხარე გამოაცხვეთ, შემდეგ მეორე.


გადაიტანეთ კრეპები თეფშზე, მოასხით თაფლი და მიუდეთ გვერდით ლეღვი. თვალები დახუჭეთ, გასინჯეთ და წადით ოცნებებში :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.