კრეპი
ბევრისთვის რატომღაც კრეპების მომზადება სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ მინდა ახლავე დავამსხვრიოთ ეს სტერეოტიპი.
ამ კერძის მოსამზადებლად ინგრედიენტებს ყოველთვის იპოვნით თქვენს მაცივარში. თქვენ მხოლოდ ისღა დაგრჩენიათ, ყველაფერი ერთად დააბლენდეროთ და 1-2 წუთი რამდენიმე თხელი ფენა გამოაცხოთ. და შოკოლადის კრემ-პასტას ხომ ხედავთ ჩემს კრეპებში? ჩვენი საიტის სექციაში - ,,ბავშვთა კვებაში" იპოვით ამ გემრიელობის რეცეპტს. საოცრად უხდებიან ერთმანეთს.
ინგრედიენტები
მომზადება
აღნიშნული ინგრედიენტები მოათავსეთ ერთად და დააბლენდერეთ ვიდრე არ მიიღებთ სასურველ ერთგვაროვან მასას. გააცხელეთ კრეპის ტაფა საშუალო ცეცხლზე. მოუსვით ტაფას ოდნავ ცხიმი და დაასხით თხელი ფენა ცომი. კრეპი 1-2 წუთი გამოაცხვეთ ორივე მხარეს და როდესაც გახდება ოქროსფერი, გადმოიღეთ თეფშზე. მიირთვით შოკოლადის კრემ-პასტასთან და სასურველ ხილთან ან კენკრასთან ერთად. გემრიელი დილა გარანტირებულია!!!