კრევეტების ტაკო

21 ივნ 2021 |

ვფიქრობ, კრევეტების ტაკო დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლია მიირთვა - დილას, შუადღეს და საღამოს. უნიკალური ზღვის პროდუქტია - მსუბუქი, საოცრად უცხო არომატით, რომელიც ყველანაირ სოუსთან ერთად გემრიელია - ცხარე, მწარე თუ ნეიტრალური. ამიტომაც მიყვარს კრევეტები, შენს განწყობას და გემოვნებას თავისუფლად ერგებიან და არასდროს გიცრუებენ მოლოდინს. ზაფხულში ეს პროდუქტი ნამდვილად შეუცვლელია!

ინგრედიენტები

მომზადება

კრევეტების მოხარშვის წესი ასეთია - აადუღეთ წყალი, ჩაყარეთ ქვაბში გაყინული კრევეტები და ადუღებიდან 2 წუთი დაელოდეთ - ზღვის პროდუქტი გახდება ვარდისფერი.შემდეგ კრევეტებს. გადაავლეთ ცივი წყალი, გაფცქვენით და გააშრეთ.


დროა ავაწყოთ ტაკო:

ტორტიას გადაუსვით ცხარე საწებელი, დიჟონის მდოგვი, მოათავსეთ კომბოსტო, რუკოლა, ავოკადოს ნაჭრები, კრევეტები, მოაყარეთ პაპრიკა და მარილი და გემრიელად მიირთვით!


რაოდენობები რა თქმა უნდა შეგიძლიათ გააორმაგოთ ან გაასამმაგოთ ❤️

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.