კუსკუსის სალათა წითელი ფორთოხლით
კუსკუსი რომ ძალიან გვიყვარს, ალბათ, ახალი არაა ჩვენი მკითხველისთვის. არსებობს ორნაირი კუსკუსი: შედარებით წვრილი და უფრო სქელი, რომელსაც მეორენაირად ისრაელის კუსკუსსაც უწოდებენ. სხვათა შორის ქართული წარმოებისაც იყიდება დიდ სუპერმარკეტებში და არ გაგიჭირდებათ მისი პოვნა. კუსკუსთან წითელი ფორთოხლის დამატებით კი ეს კერძი დაუვიწყარ არომატს მოგვცემს.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში კუსკუსი უნდა მოვხარშოთ. უფრო წვრილ კუსკუსს უბრალოდ ადუღებული წყლის დასხმა ყოფნის. ამ შემთხვევაში კი უნდა მოიხარშოს. ჩაყარეთ 1 ჭიქა კუსკუსი ქვაბში, დაუმატეთ ცოტა მარილი, პილპილი და დადგით საშუალო ცეცხლზე. როგორც კი წყალი ამოშრება კუსკუსი მზადაა.
ცალკე ტაფაში მოთუშეთ ხახვი და ნიორი და დაამატეთ მოხარშული კუსკუსი, 3-4 ფოთოლი პიტნა და გააგრძელეთ მორევა 2-3 წუთი.
შემდეგ დაჭერით წითელი ფორთოხალი (რომელიც ჩვეულებრივით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ)
გადმოიტანეთ კუსკუსი სერვირების ჭურჭელში, მოაწურეთ ლიმონი, დაამატეთ დაჭრილი ნუში, დაჭრილი კალამატა ხეთისხილი და ფორთოხალი. ბოლოს ცოტა ოხრახუში დ პიტნა,ძალიან უხდება.