კვერცხის და სატაცურის ტოსტი

27 აპრ 2020 |

საუზმე დღის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია, ამიტომ ის საჭიროა იყოს სავსე ცილებით, ნახშირწყლებით, ვიტამინებით და ამავე დროს იყოს გემრიელი. საუზმისგან მიღებული ენერგია დიდხანს უნდა გაგყვეთ. ახლა, როდესაც სატაცურის სეზონი დადგა, ვცდილობ ეს ბოსტნეული ხშირად მივირთვა, მით უმეტეს სატაცური თავისუფლად მაძლევს იმპროვიზაციის საშუალებას.

ინგრედიენტები

მომზადება

ამ საუზმის მომზადება ძალიან მარტივია. ტაფაზე მოასხით კანოლას სპრეი ან ჩვეულებრივი ზეთი და შეწვით კვერცხი და სატაცური. კვერცხი თუ გინდათ ოდნავ თოხლო იყოს, დააფარეთ თავსახური. ამის შემდეგ გადაუსვით გახუხულ პურზე მდნარი ყველი, ან ნებისმიერი სხვა ყველი, შემდეგ მოათავსეთ სატაცური და ბოლოს კვერცხი. მარილი და სუნელები გემოვნებით. ინგრედიენტებში რაოდენობა არ მაქვს მითითებული, თავად განსაზღვრეთ რამდენი ტოსტის მომზადება გსურთ :)

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.