ლაიმის ჩიზქეიქი ცხობის გარეშე
ინგრედიენტები
ბაზა:
კრემი:
მომზადება
დაფხვნილ ორცხობილას მოასხით კარაქი, კარგად აურიეთ და გადაანაწილეთ ღვეზელის მრგვალ ჭურჭელში. შედგით მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს.
ამასობაში: კრემ-ყველი კარგად ათქვიფეთ, დაუმატეთ შედედებული რძე, შემდეგ ლაიმის წვენი, ვანილი და მარილი.
ცალკე ჯამში გათქვიფეთ ნაღები, ოღონდ კარაქად არ გადააქციოთ და სილიკონის ჯოხით შეურიეთ ნაზად კრემ-ყველის მასას.
მოათავსეთ კრემი ორცხობილის ბაზაზე. მორთეთ ლაიმის ნაჭრებით და გათქვეფილი ნაღების კრემით. აუცილებლად გააციეთ მინიმუმ 3 საათი, თუკი წინა დღეს მოამზადებთ და მთელი ღამე გააჩერებთ მაცივარში, იდეალური იქნება.