ლიმონის ღვეზელი ამერიკულად

28 ნოე 2019 |

მმმმ....რაღაც საინტერესო მოხდება თქვენს სამზარეულოში. წარმოიდგინეთ ხრაშუნა ღეზელის ფენაზე წასმული ლიმონის კრემი და ზემოდან დასკუპებული ბეზე - ასეთია ამერიკაში პოპულარული ლიმონის კრემის ღვეზელი. მე ამ დესერტის მომზადება მადლიერების დღეს გადავწყვიტე, მინდოდა გამეკეთებინა ტრადიციული ,,ფაი" განსხვავებული შიგთავსით. ღვეზელის მოსამზადებლად დაახლოებით 3 საათი დამჭირდა, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო და სახალისო პროცესია, რომ დაღლას ფაქტიურად ვერ გრძნობ. და ნახეთ ბოლოს ცეცხლით ბეზეს მობრაწვა? ძალიან გავერთე! გაერთეთ თქვენც, ოღონდ ფრთხილად ცეცხლთან! :)

ინგრედიენტები

ცომი:

ლიმონის კრემი:

ბეზეს კრემი:

მომზადება

გაამზადეთ თქვენი ღვეზელის ფორმა! ვიწყებთ ცომით!

*გაითვალისწინეთ, რომ ცომის მომზადების დროს სამზარეულოში სასურველია რომ იყოს სიგრილე. ინგრედიენტები, რაც ცომის მოსამზადებლად დაგჭრდებათ, უნდა იყოს ძალიან ცივი. მე ცომის მომზადებას ხელით ვანიჭებ უპირატესობას, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ჩოპერი გამოიყენოთ, უბრალოდ ძალიან არ უნდა მოგივიდეთ დაბლენდერება. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაუმატეთ კუბებად დაჭრილი გაყინული კარაქი, მოაყარეთ მარილი და აურიეთ ჰაეროვნად. როდესაც კარაქი ოდნავ გალღვება, ყველა კუბი სათითაოდ დაჭყლიტეთ სწრაფად და გააგრძელეთ ფქვილთან მსუბუქად შერევა. წყლიან ჭიქაში სასურველია თუ ჩაყრით ყინულის კუბებს, რომ წყალი არ გათბეს. დაიწყეთ 3 ს/კ წყლით და მოზილეთ ჰაეროვნად. თუ ცომი შეიკვრება ნიშნავს, რომ მეტი წყლის დამატება არაა საჭირო. უნდა გამოგივიდეთ ნაპრალებიანი ცომი. გადაახვიეთ სპეციალურ ცელოფანში და მინიმუმ ნახევარი საათი მოათავსეთ მაცივარში, რომ გაცივდეს და დაისვენოს.

*მანამდე მოამზადეთ ლიმონის კრემი. საშუალო ჯამში მიქსერით გათქვიფეთ კვერცხი და შაქარი და დაუმატეთ სახამებელი. ლიმონის წვენი ჩაასხით პატარა ქვაბში და საშუალო ცეცხლზე დაადგით, დაუმატეთ გოგლი-მოგლი და დაახლოებით 5 წუთი დაელოდეთ ვიდრე არ დადნება შაქარი და კრემის მასა არ წამოდუღდება. პარალელურად სულ ურიეთ, რომ არ მიიწვას. გამორთეთ ცეცხლი და მხოლოდ ამის შემდეგ მოათავსეთ კარაქი ქვაბში და ცხელ მასაში გაადნეთ. სულ ესაა! კრემი გააციეთ.

*გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ და მიაღებინეთ მრგვალი ფორმა. მოათავსეთ გაბრტყელებული ცომი ღვეზელის სპეციალურ ფორმაზე და ზედმეტი ცომი მოაჭერით. ფორმის გული ჩანგლით ჩაჩხვლიტეთ. მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და დაელოდეთ დაახლოებით ნახევარი საათი.

*ახლა კი ბეზეს დროა! დაიწყეთ ცილის გათქვეფა. როდესაც ცილა ფაფუკი მასა გახდება, დაუმატეთ სიროფი. პატარა ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დაუმატეთ წყალი რომ შაქარს ზედაპირი დაუფაროს. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ ვიდრე არ ადუღდება, სწრაფად გადმოდგით რომ არ გადაიქცეს კარამელად. შემდეგ სიროფი ნელნელა შეურიეთ ცილას. ეცადეთ რაც შეიძლება დიდხანს თქვიფოთ ბეზე, რომ კარგად გასქელდეს და ჯამის ამოტრიალების დროს არ უნდა გადმოვარდეს.

*ახლა კი დროა ავაწყოთ ღვეზელი! პირველი ფენა წაუსვით ლიმონის გაციებული კრემი და შემდეგ ზევიდან მოათავეთ ბეზე. მე ბეზე სპეციალური მოწყობილობის მოვბრაწე, თუმცა თქვენ შეგიძლიათ ბეზე მობრაწვის გარეშეც დატოვოთ.

ისიამოვნეთ და ასიამოვნეთ გარეშემომყოფები!


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.