ლიმონის ვეგანური კექსი

13 მარ 2020 |

თუ არ მიირთმევთ ცხოველურ პროდუქტს, თუმცა ძალიან გიყვართ დესერტები ეს რეცეპტი სცადეთ. ამ კექს აქვს ძალიან უცხო გემო და განსაკუთრებით უხდება ჩაის. გაითვალისწინეთ რომ მოცემული ინგრედიენტებით სტანდარტული, დიდი ზომის კექსი არ გამოდის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააორმაგოთ დოზები.

ინგრედიენტები

ცომი

მინანქარი

მომზადება

თავდაპირველად ავურიოთ მშრალი ინგრედიენტები: ფქვილი, შაქარი, გამაფხვიერებელი და ლიმონის ცედრა. შემდეგ დავუმატოთ მცენარეული ზეთი, ლიმონის წვენი და წყალი. კარგად შერევის შემდეგ მასა გადაიტანეთ, სტანდარტული კექსისთვის განკუთვნილი უფრო პატარა ფორმაში. საცხობ ფორმას წაუსვით ოდნავ მცენარეული ზეთი ან გამოიყენეთ საცხობი ქაღალდი. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე და გამოსაცხობად დაგჭირდებათ 30 წუთი. თუმცა კარგად რომ გაგრილდება მხოლოდ მაშინ გადმოიტანეთ კექსი ფორმიდან. ამის შემდგე მოამზადეთ ლიმონის მინანქარი. შაქრის პუდრას დაუმატეთ ლიმონის წვენი, კარგად შეურიეთ და ნამცხვარს ზემოდან მოასხით.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.