ლობიო პომიდვრის სოუსში

03 ნოე 2020 |

აჩუქეთ ინგრედიენტებს ახალი სიცოცხლე. ამ კერძს შეუძლია თქვენი ყოველდღიური სადილები უფრო მრავალფეროვანი გახადოს, მითუმეტეს თუ ლობიო გიყვართ. თან შემოდგომა-ზამთრის სეზონს უხდება ცხელი, ცოტა ცხარე და ნოყიერი სადილები.


ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში მოხარშეთ ნებისმიერი, თქვენთვის სასურველი ლობიო და გადაწურეთ ნახარში წყლისგან. შეგიძლიათ გამოიყენოთ ქილის, კონსერვირებული ლობიოს მარცვლებიც. ამის შემდეგ მცენარეულ ზეთში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ხახვი და სტაფილო. კარგად რომ მოითუშება ჩაამატეთ მოხარშული ლობიო, წიწაკა და ძირა. გააჩერეთ ცეცხლზე 5-7 წუთი. შემდეგ გაამზადეთ კანგაცლილი პომიდორი. უმჯობესია თუ გამოიყენებთ გამზადებულ ქილის პომიდვრებს, თუ პომიდვრები მთელია ოდნავ დაჭერით, რომ უკეთ ჩაითუშოს. პომიდვრის მასა ჩაამატეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. დაუმატეთ პილპილი და მარილი. დაახურეთ ჭურჭელს თავსახური და გააჩერეთ ცეცხლზე. თუ პომიდორს საკმარისი წვენი არ აქვს ჩააამატეთ ჭიქის 1/3 ან 1/4 წყალი. სერვირებისას გამოიყენეთ მწვანე ხახვი. კერძი შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში და შემდეგ ისევ გააცხელოთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.