ლობიოს დიფინგი

02 ოქტ 2020 |

ჰუმუსი რომ ჩვენი და თქვენი საყვარელი კერძია, ამაში დიდი ხანია დავრწმუნდით, მაგრამ რას იტყვით ლობიოს დიფინგზე? ეს სასარგებლო პარკოსანი მცენარეც ზუსტად იგივე პრინციპით მზადდება და ზუსტად ისევე გემრიელად იჭმევა, როგორც ჰუმუსი. სულ რამდენიმე წუთი და ჯანსაღი წასახემსებელი დაგანაყრებთ კიდეც, და საჭირო ვიტამინებით და მინერალებითაც აგავსებთ. ფრაზას - ,,არ შემიძლია"-ს ნამდვილად ვერ გამოიყენებთ ამ კერძის მომზადების დროს :)

ინგრედიენტები

მომზადება

მოამზადეთ თქვენი ბლენდერი და შეუდექით ინგრედიენტების შეგროვებას. მოათავსეთ 1 ჭიქა ქილის, ან თქვენს მიერ მოხარშული ლობიოს მარცვლები ბლენდერის ჭიქაში და დაუმატეთ ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები. იმ შემთხვევაში, თუ მშრალი გამოვიდა ლობიოს ,,დიფინგი", შეგიძლიათ ოდნავ წყალი დაამატოთ. შემდეგ მზა მასა გადმოიღეთ ღრმა ჯამში და მიირთვით საყვარელ ბოსტნეულთან ერთად.


მარტივად და გემრიელად!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.