ლობიოს წვნიანი ბარდით და ორეგანოთი

20 აპრ 2020 |

როგორც ახალ წელს, აღდგომის შემდეგაც, პირველი, რასაც ორგანიზმი მთხოვს, ეს არის წვნიანი. მიყვარს წვნიანები, დრო რომ მქონდეს, ყოველ დღიურ რაციონში შევიტანდი აუცილენლად. თუმცა, ვცდილობ კვირაში მინიმუმ ორჯერ მაინც მოვიმზადო. თქვენც ამას გირჩევთ. ჯანსაღი კვება წვნიანების გარეშე ვერ წარმომიდგენია. თანაც, ეს კერძი, მუდმივად აძლევს გასაქანს ჩვენს ფანტაზიას. მაგალითად ამ რეცეპტში, გადავწყვიტე ჩემი საყვარელი პარკოსანი - ლობიო გამომეყენებინა. ვფიქრობ, ლობიო უფრო მეტ პატივისცემას იმსახურებს, რადგან ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, განსაკუთრებით ვეგანებისთვის.

ინგრედიენტები

მომზადება

თანაბარ კუბიკებად დაჭერით ბოსტნეული. თუ კონსერვის ლობიოს ვერ მოიძიებთ, თეთრი ლობიო მოხარშეთ და ის გამოიყენეთ. ორივე შემთხვევაში გემრიელი წვნიანი გამოგივათ.

თავიდან მოთუშეთ ხახვი, როგორც კი გამჭვირვალე გახდება დაამატეთ ნიორი. 5 წუთში ჩაამატეთ სტაფილო და თუშეთ 7-8 წუთი. ბოლოს დაამატეთ ბულგარული წიწაკა, ლობიო, ბარდა და სუნელები. ორეგანო განსაკუთრებულ არომატს მისცემს ჩვენს წვნიანს. 15 წუთში ვამატებთ ნიახურს. როგორც ვიდეოში ვამბობ, მზადების დროს ცოტა ბევრი მომივიდა. 5-6 ღერი საკმარისი იქნება. და გარდა ამისა, თუ მოიძიებთ, ისპანახიც მოუხდება. ბოლოს კი ოხრახუში.

სულ რაღაც 30 წუთში, გემრიელი და სასარგებლო სადილი მზად არის!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.