მაფინები
მიყვარს ჰელოუინი! მთელი წელი ვფიქრობ რომელი კოსტუმი მოვიგრო და როგორ გავხალისდეთ მთელი ოჯახი. ამ დღის განუყოფელი ნაწილია ე.წ trick or treat, როდესაც სხვადასხვა ფორმაში ჩაცმული ბავშვები მოივლიან მთელს უბანს და აგროვებენ კანფეტებს. რადგან ტკბილეული ჰელოუინზე აქტუალურია, ამიტომ გადავწყვიტე მოვამზადო გემრიელი სასუსნავი და ჩემს არჩევანს შევაჩერებ - მაფინებზე. გთავაზობთ მაფინების სამ ვარიანტს- ნიგვზით, შოკოლადით და ვაშლით. აირჩიეთ თქვენი ფავორიტი! და რაც მთავარია - დეკორაცია! ენდეთ თქვენს ფანტაზიას.
ინგრედიენტები
მომზადება
გაახურეთ ღუმელი180 გრადუსსზე. კარგად შეურიეთ ჯერ მშრალი ინგრედიენტები - ფქვილი, შაქარი, სოდა, გამაფხვიერებელი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი, კარაქი, რძე, ხაჭო და ვანილის ექტრაქტი. მიიღებთ არაჟანზე ოდნავ სქელ ცომის მასას, არც ძალიან სქელს და არც ძალიან თხელს. მოამზადეთ მაფინის ფორმები. მე ვიყენებ მაფინის საცხობ ქაღალდებს, მათი არქონის შემთხვევაში მოუსვით ცხიმი ფორმა რომ არ მიიკრას. ჯერ ვდებ ერთ სუფრის კოვზს, ვამატებ შოკოლას, ვაშლს ან ნებისმიერ ჩემ საყვარელ ნიგოზს, და ზემოდან კიდევ ერთ სუფრის კოვზს ვამატებ. მოათავსეთ ფორმა ღუმელში და დაელოდეთ დაახლოებით ნახევარი საათი. მზა მაფინებს შეგიძლიათ მოასხათ შოკოლადის მინანქარი ან მოაყაროთ შაქრის ფხვნილი. გემრიელად მიირთვით!