მაკარონი გოგრის სოუსით
ხშირად მითქვამს და გამიგია კიდეც, რომ მაკარონი ბაშვების ერთ-ერთი საყვარელი კერძია. მისი მთავარი ხიბლი კი იმაშია, რომ მუდამ შეგვიძლია გავამრავალფეროვნოთ გემრიელი და სასარგებლო სოუსებით. ახლა, რადგან გოგრის სეზონია, ვფიქრობ ეს რეცეპტი ძალიან დროული და მარტივია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, თქვენი ბავშვი გემრიელად დანაყრდება, ვიტამინებსაც მიიღებს და თან ამ კერძს ოჯახის სხვა წევრებიც აუცილებლად მოგიწონებენ.
ინგრედიენტები
მომზადება
გოგრა მოხარშეთ ორთქლზე, ან გამოაცხვეთ. გააცალეთ კანი, დააბლენდერეთ რძესთან და ყველთან ერთად. თუ ფიქრობთ რომ სოუსი სქელია, დაამატეთ რძე. მაკარონი მოხარშეთ 8-10 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ წყალი, ქვაბში აურიეთ კარაქი და შემდეგ გოგრის სოუსი. შეგიძლიათ დაბლენდერებული გოგრა თეფშზე მოასხათ მოხარშულ მაკარონს ან უმჯობესია თუ ქვაბშივე აურევთ.