მაკარონი ყაბაყით

08 ოქტ 2019 |

ალბათ დამეთანხმებით, რომ მაკარონი თითქმის ყველა ბავშვის საყვარელი საჭმელია, პრინციპში არა მხოლოდ მათი :) ჩვენ კი გვინდა, რომ ბავშვებმა უფრო მეტი ვიტამინი მიიღონ კერძიდან, ვიდრე მხოლოდ მოხარშული მაკარონია. ამიტომ ეს კერძი კარგი გამოსავალია! ძალიან მარტივად შეგვიძლია ბავშვების საყვარელ პროდუქტს ვიტამინებით სავსე ყაბაყი დავუმატოთ, რძე და ყველი კი უფრო გემრიელსა და მსუბუქს გახდის ჩვენს სადილს.

ინგრედიენტები

მომზადება

ყაბაყი გამოვაცხოთ ღუმელში (30-40 წუთი 180 გრადუსზე) ან შეგიძლიათ ორთქლზე მოხარშოთ. შემდეგ დავჭრათ და ჩავყაროთ ბლენდერში, თან დავუმატოთ ერთი ჭიქა რძე, გახეხილი ყველი და დარბილებული კარაქი. დააბლენდერეთ, გემოვნებით შეაზავეთ მარილი. ამასობაში მოხარშეთ მაკარონი, თქვენ რომელიც გსურთ. ბოლოს კი მოხარშულ მაკარონს აურიეთ ყაბაყის, რძისა და ყველის სოუსი. გემრიელად მიირთვით!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.