მარის პიცა

03 ოქტ 2020 |

Food4.ge - ს ვიდეო რეცეპტებში ,,პიცა" უკვე ერთი წელია არ თმობს პირველობას. სწორედ ასეთი ინტერესის და რაც მთავარია, პიცის სიყვარულის გამო ვუბრუნდებით იტალიური სამზარეულოს სიამაყეს და ვამზადებთ განსხვავებული ინგრედიენტებით. შეკრიბეთ მეგობრები, ოჯახის წევრები და მოამზადეთ ჩვენთან ერთად! Viva ITALIA!


ინგრედიენტები

პიცის ცომი:

მომზადება


პიცის მომზადებას ვიწყებ ცომით. ჯამში ვყრი ფქვილს, ვაკეთებ შუაში ჩაღრმავებას, ვყრი საფუარს, შაქარს და მარილს და ვასხამ საშუალოზე მეტად თბილ წყალს!! (ცივი წყლით არ გაფუვდება ცომი, ზედმეტად ცხელი კი საფუარს დააკარგვინებს გაფუების თვისებას) ვზელ ვიდრე არ მივიღებ ელასტიურ ცომს, ბოლოს შევაზელ ზეითუნის ზეთს და ცომი უკვე ხელზე აღარ მეკრობა. ამის შემდეგ 2-3 წუთი ცომის გუნდას ვასვენებ და კიდევ რამდენჯერმე გადავზელ. ფქვილმოყრულ ფიცარზე ვათავსებ ცომს და ზემოდან ვაფარებ ჯამს, და კიდევ სქელ პლედს, რომ იყოს თბილად და ჰერმეტულად დაცული. გაფუებას ჭირდება დაახლოებით ერთი საათი.

გაფუებულ ცომს კიდევ ერთხელ ჩავზელ და ვყოფ შუაზე. ერთ გუნდას ხელით ვაბრტყელებ ისე, რომ ცომიდან ჰაერი კარგად გამოვდევნო. ვაგრძელებ გაბრტყელებას ვიდრე არ მივიღებ სასურველ მრგვალ ფორმას და ვათავსებ პიცის საცხობ ფირფიტაზე, რომელზეც ცოტა ფქვილს ვაყრი რომ არ მიიკრას ცომმა. მთლიან რკალზე ვასხამ ზეითუნის ზეთს, ხელით ვანაწილებ მთელ სიბრტყეზე.


ვამზადებთ პირველ პიცას - გაბრტყელებულ ცომზე ჯერ ვათავსებ პასტას სოუსს და ყველს და 2-3 წუთი ვაჩერებ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. ამის შემდეგ ვამატებ სალიამს და ისევ ცოტა ხანი ვტოვენ ღუმელში ვიდრე ცომი არ გამოცხვება ბოლომდე. პიცას ბოლოს ვაყრი ბაზილიკს.


იგივე პრინციპით ვამზადებთ პიცას ხამონთან ერთად.


ისიამოვნეთ!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.