მარშმელოუ

მომზადება
ის, რისი მომზადებაც ზოგჯერ წარმოუდგენელია, სინამდვილეში თურმე სულაც არაა რთული. აი, მაგალითად, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მარშმელოუს სახლში ასე მარტივად მოვამზადებდი.
1 ჭიქა შაქარი
1/2 ჭიქა თაფლი , ან ნეკერჩხლის სიროფი, ან სიმინდის სიროფი
1 ჭიქა წყალი (გაყავით 2 ნაწილად)
20 გრ ჟელატინი
მწიკვი მარილი
ვანილი
1/3 ჭიქა შაქრის ,,პუდრა”
2 ს/კ სახამაებელი
პირველ რიგში, ჟელატინი გააფუეთ 1/2 ჭიქა ცივ წყალში და ცოტა ხანი გვერდზე გადადეთ.
წყლის მეორე ნახევარი ჩაასხით პატარა სოუსის ქვაბში, მოაყარეთ 1 ჭიქა შაქარი, დაუმატეთ თაფლი ან ნეკერჩხლის სიროფი და დაბალ ცეცხლზე ურიეთ. დაელოდეთ ვიდრე არ წამოდუღდება (უნდა მიაღწიოს 115 გრ. ცელსიუსს, თუ გაქვთ სპეიალური თერმომეტრი). სიროფი 5 წუთი დაასვენეთ და შწემდეგ გაალღვეთ აფუებული ჟელატინი.
ახლა კი მიქსერის დროა! გამზადებული მასა გადაიტანეთ მიქსერის ჯამში და დაბალი სიჩქარით დაიწყეთ გათქვეფა და ნელ-ნელა მოუმატეთ.
ამასობაში შეგიძლიათ გაამსადოთ ფორმა: დააფინეთ ფორმაზე პერგამენტის ქაღალდი და შაქრის პუდრა და სახამებელი მოაბნიეთ.
დაახლოებით 10 წუთში უნდა მიიღოთ თეთრი, პრიალა, ოდნავ თხელი მასა. არ დაგავიწყდეთ ვანილის დამატებაც.
გადაიტანეთ ფორმაში და დაელოდეთ რამდენიმე საათი, რომ მარშმელოუ გამაგრდეს და მარტივად დაიჭრას სასურველ ფორმებად.
ბავშვებს ცეცხლზე გალღვობა, მე კი განსაკუთრებით მიყვარს მარშმელოუ ცხელ შოკოლადთან ერთად.
აუცილებლად სცადეთ :)