მარტის საზეიმო სუფრა - ქათამი ბრინჯთან ერთად
მიყვარს ერთი ტაფის პრინციპით მოსამზადებელი კერძები; განსაკუთრებით კი ეს კონკრეტული კერძი: ქათამი ბრინჯთან ერთად. რადგან ქალების სუფრაზეა საუბარი, ვფიქრობ ქათმის ხორცი ყველას გააბედნიერებს და არავის დატოვებს გულგრილს. განსაკუთებით აღსანიშნავია ბულიონში და ისპანახში მოხარშული ბრინჯი, რომელიც საოცრად უხდება შებრაწულ ქათამს. გახდით თქვენი სამეგობროს გამორჩეული მასპინძელი!
ინგრედიენტები
მარინადისთვის:
ბრინჯისთვის:
მომზადება
კერძის მომზადებას ვიწყებთ მარინადის მომზადებით. მოათავსეთ ზემოთ აღნიშნეული ინგრედიენტები ჯამში და კარგად აურიეთ. შემდეგ სპეციალურ პარკში, რომელსაც კარგად დალუქავთ, მოათავსეთ ქათმის ბარკლები და მოასხით მარინადის სოუსი. გირჩევთ მთელი ღამე გააჩეროთ ქათამი სოუსთან ერთად მაცივარში, თუმცა თუ იმ დღესვე გსურთ მისი მომზადება, მინიმუმ ნახევარი საათი მაინც დაელოდეთ.
მოასხით დიდ ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით ქათმის ბარკლკები, არაა აუცილებელი ბოლომდე შეწვათ. მთავარია კარგად შებრაწოთ კანი და ნახევრად შეიწვას ხორცი. დროებით გადაიტანეთ ქათამი ცალკე თეფშზე.
მოასუფთავეთ ტაფა, კვლავ მოასხით ზეითუნის ზეთი და დროა მოთუშოთ ხახვი და ნიორი. დაამატეთ დაჭრილი ისპანახი და როდესაც ისპანახი ოდნავ დარბილდება დაუმატეთ უმი ბრინჯი. მოასხით ბოსტენულის ბულიონი და შემწვარი ქათამი მოათავსეთ ტაფაში.
აუცილებლად დაახურეთ თავსახური ტაფას, დაუწიეთ ცეცხლს და დაელოდეთ ბრინჯის და ქათმის მომზადებას.
დაახლოებით 25 წუთში მოხადეთ თავსახური ტაფას და დაელოდეთ რომ ბულიონი ამოშრეს ბოლომდე.
სულ ესაა, გადაიტანეთ სერვირების თეფშზე თქვენი კერძი, მოაყარეთ ოხრახუში, ლიმონი და გემრიელად გაუმასპინძლდით თქვენს სტუმრებს!