მარტივი ორცხობილები
ამ ორცხობილების გაკეთების იდეა ჩემმა შვილმა მომაწოდა. უცებ მოუნდა ,,ქუქი” და უცბათვე გამოვაცხვეთ. ასე რომ, ორცხობილები აუცილებლად მოამზადეთ პატარებთან ერთად, ძალიან სახალისოა. საკუთარი ხელით მომზადებულს სულ სხვანაირად დააფასებენ...
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში გაახურეთ ქურა 170 გრადუსზე.
მშრალი ინგრედიენტები ერთმანეთში აურიეთ.
კარაქი და შაქარი მიქსერით ათქვიფეთ მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან რბილ მასას.
ბოლოს მშრალი და სველი ინგრედიენტები აურიეთ ერთმანეთში.
ორცხობილის ცომი სუფრის კოვზით გადაიტანეთ საცხობი თუნუქის ფირფიტაზე.
დაახლოებით 15 წუთში ორცხობილები მზადაა!