მარწყვის ჯემი ჩიასთან ერთად

29 მაი 2020 |

ხომ არის ხოლმე მომენტები, როდესაც საკუთარ თავზე ძალიან გეცინება. იგივე დამემართა მეც. ადრე ვამბობდი ხოლმე: ,,რა ჯემი, რა მურაბა, წადი მარკეტში და იყიდე!" დროთა განმავლობაში როგორ იცვლება ადამიანის დამოკიდებულება. დადგა დღე, ვამზადებ უგემრიელეს, საღ, ნატურალურ, უშაქო მარწყვის ჯემს და საუზმეზე გრანოლასთან ან ტოსტთან ერთად მივირთმევ. საკუთარი ხელით მომზადებულს არაფერი ჯობია!

ინგრედიენტები

მომზადება

მარწყვის ჯემის მოსამზადებლად სულ 10 წუთი დაგჭირდებათ.

დაჭერით მარწყვი და მოათავსეთ პატარა ქვაბში. დაუმატეთ ნეკერჩხლის სიროფი და ლიმონის წვენი. დადგით დაბალ ცეცხლზე. როდესაც მარწყვი დარბილდება დაჭყლიტეთ კარგად და დაელოდეთ 3-4 წუთი კიდე რომ წამოდუღდეს. გადმოდგით ქვაბი, მარწყვის მასაში ჩაყარეთ ჩია და აურიეთ კარგად. გადაიტანეთ სასურველ კონტეინერში და დაელოდეთ 15 წუთი ჩია რომ აფუვდეს.

შეინახეთ მაცივარში და გეცოდინებათ, რომ ყოველ დილას თქვენი მომზადებული მარწყვის ჯემი გელოდებათ!


მოამზადეთ იგივე პრინციპით ნებისმიერი კენკროვანი ხილი.


მიირთვით ფენქეიქებთან, ორცხობილასთან, მაწონთან, გრანოლასთან, შვრიის ფაფასთან ერთად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.