მარწყვის ორცხობილა თეთრი შოკოლადით

23 მაი 2020 |

სეზონის ამოჩემებული რეცეპტი! თუ მარწყვი გიყვართ და ალბათ გიყვართ, თუ ორცხობილების მიმართაც არ ხართ გულგრილი და ძალიან გინდათ გემრიელობა, მაშინ დაიწყეთ მომზადება. 5 წუთი დაგჭირდებათ ინგრედიენტების შესარევად და 10 წუთი გამოსაცხობად. ამ ორცხობილების ერთადერთი მინუსი ის არის რომ ძალიან სწრაფად იჭმევა :)

ინგრედიენტები

მომზადება

ოთახის ტემპერატურაზე კარგად დარბილებული კარაქი ათქვიფეთ მიქსერით, შემდეგ დაამატეთ კვერცხი. ამის მერე შეათქვიფეთ ორნაირი სახის შაქარი და კარგად რომ აერევა დაამატეთ ფქვილი და სხვა მშრალი ინგრედიენტები. ბოლოს კი კუბებად დაჭრილი მარწყვი კოვზით გადაანაწილეთ ცომის მასაში. თეთრი შოკოლადის ნატეხების შერევა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თი ძალიან ტკბილი არ გინდათ რომ გამოვიდეს ორცხობილა, მაშინ გამოტოვეთ. ღუმელი კარგად გაახურეთ 250 გრადუსზე, თუნუქის ფირფიტას მოასხით კანოლას სპრეი ზეთი ან წაუსვით ჩვეულებრივი მცენარეული ზეთი. ცომი სუფრის კოვზით გადაიტანეთ ფირფიტაზე, ოღონდ გაითვალისწინეთ რომ ზომაში საგრძნობლად მოიმატებს. გამოსაცხობად საკმარისია 10 წუთი. შესაძლოა მაქსიმუმ 2 წუთის დამატება დაგჭირდეთ. კარგად გააგრილეთ და ისიამოვნეთ.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.