მარწყვის ტარტი
FOOD4.GE LIFESTYLE
ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო და დასამახსოვრებელი გადაღება food4.ge-ს მთელი გუნდისთვის. გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენ მარწყვის სათბურ - ,,მაგემეს" ვესტუმრეთ საგურამოში და საკუთარი ხელით დავკრიფეთ კენკრა, რომელიც შემდეგ დესერტის მთავარ ინგრედიენტად იქცა.
ჩვენ ახალი ვიდეოების სერიას - food4.ge lifestyle-ს ვიწყებთ!
ინგრედიენტები
კრემისთვის:
მომზადება
მარწყვის ტარტის მომზადებას ვიწყებთ ცომით. ჩოპერში მოათავსეთ ფქვილი, შაქარი, მწიკვი მარილი და ცივი კარაქი და კარგად დააბლენდერეთ. შემდეგ დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. თუკი მშრალი გამოგივათ ცომი და არ შეიკრა, დაუმატეთ 1 ს.კ წყალი.
ამოიღეთ ცომის გუნდა და გაანაწილეთ ტარტის ფორმაზე. დაჩხვლიტეთ ჩანგლით და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გააჩერეთ 15-18 წუთი.
როდესაც ცომი გამოცხვება, აუცილებლად გააციეთ და შემდეგ მოათავსეთ კრემი.
რაც შეეხება კრემს: პატარა ქვაბში აურიეთ ერთმანეთში შაქარი, მწიკვი მარილი და ფქვილი, დაუმატეთ რძე და დაადგით დაბალ ცეცხლზე. აუცილებლად მოურიეთ ხოლმე, რომ არ მიიწვას. ამოიღეთ 1/2 ჭიქა შემთბარი რძე ქვაბიდან 2 კვერცხის გული შეათქვიფეთ და ისევ დაამატეთ კრემის ქვაბში. როდესაც კრემი გასქელდება, გადმოდგით ცეცხლიდან და გააციეთ კარგად.
გაციებული მოხარშული კრემი შეურიეთ 1/2 ჭიქა გათქვეფილ ნაღებს და თქვენი კრემი მზადაა!
მარწყვის პიურეს დროა: დააბლენდერეთ 1 ჭიქა მარწყვი. შემდეგ აიღეთ პატარა ქვაბი და მოათავსეთ პიურე წყალთან ერთად და წამოადუღეთ. დაუმატეთ ერთმანეთში არეული სახამებელი და შაქარი, არ შეწყვიტოთ მორევა და დაელოდეთ ვიდრე არ მიიღებთ შესქელებულ მასას. გადადეთ გვერდზე და დაელოდეთ რომ გავიცდეს. თან დაუმატეთ ორად დაჭრილი მარწყვები, უფრო მალე აციებს :)
ახლა კი ავაწყოთ ჩვენი ტარტი: გამომცხვარ ტარტის ცომზე გადაუსვით კრემი და ბოლოს მარწყვის პიურე მთლიან მარწყვებთან ერთად.
ცოტა ხანი გააჩერეთ მაცივარში, რომ კარგად გამაგრდეს ტარტი და მიირთვით გემრიელად, გაუზაიარეთ მეგობრებს :)