მარწყვის ტორტი

ელენე იმნაძე

01 მაი 2020 |

მაისს ვუძღვინთ მარწყვს! შესაბამისად, მაისის პირველ დღეს გემრიელი რეცეპტით ვეგებებით, რომლის მთავარი ინგრედიენტიც რა თქმა უნდა მარწყვია. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს გამომწერს, ელენე იმნაძეს, რომელმაც ამ ულამაზესი ,,ტორწიკის" (როგორც თავად ეძახის) რეცეპტი გაგვიზიარა. ველოდებით თქვენს შთაბეჭდილებებს!

ინგრედიენტები

ბისკვიტისთვის:

კრემისთვის:

შოკოლადის მინანქარი:

მომზადება

ვახურებ ღუმელს 150 გრადუსზე და ამის შემდეგ ვიწყებ ცომის მომზადებას.

*5 კვერცხს ვაცლი ცილას, ვუმატებ მწიკვ მარილს და მიქსერით ვთქვიფავ მანამ, სანამ არ გახდება ღრუბელივით. შემდეგ ვუმატებ ნელ-ნელა შაქარს, კვერცხის გულებს, ვანილს და ბოლოს ხის ან სილიკონის კოვზით ძალიან ნაზი მორევით ვამატებ გაცრილ ფქვილს. მიღებულს მასას ვათავსებ ფორმაში, რომელსაც მოსხმული აქვს კანოლას სპრეი ზეთი (ან მოუსვით კარაქი) და წინასწარ გახურებულ ღუმელში ვაცხობ 30-35 წუთი.


კრემისთვის ვადუღებ ნახევარ ლიტრ რძეს.

*ცალკე ვთქვიფავ 2 კვერხის გულს 150-200 გრ შაქართან ერთად. შემდეგ ვამატებ ფქვილს, ვანილს და ნელ-ნელა ამ მასას შევურევ ადუღებულ რძეს. ვდგამ დაბალ ცეცხლზე და ადუღებუდან 5 წუთში ვრთავ ცეცხლს და კრემს ვაგრილებ.

*ცალკე ჯამში ვთქვიფავ კარაქს და კარგად რომ გათეთრდება, ვურევ შედედებულ რძეს და ბოლოს ვამატებ გაგრილებულ მოხარშულ კრემს.


შოკოლადის მინანქრისთვის დაბალ ცეცხლზე ვადნობ შოკოლადს და კარაქს. სასურველი სისქის მისაღებად ვამატებ რძეს.


ბისკვიტს ვჭრი შუაზე, თქვენ შეგიძლიათ დანამოთ სურვილისამებს, ვუსმვამ კრემს, მხოლოდ რკალად ვასხამ დამდნარ შოკოლადს და ვრთავ მარწყვით და ვუალა - ტორწიკი მზადაა :)


შეგიძლიათ გააორმაგოთ პორციები და მოამზადოთ 4 სართულიანი ტორტი.




© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.