მარწყვის ტორტი ნაღების კრემით

13 მაი 2021 |

მახსოვს, ბავშვობაში მარწყვის სეზონის დადგომას როგორი გულისფანცქალით ველოდებოდი. მიზეზი რაღა თქმა უნდა დედაჩემის მარწყვის ტორტი იყო. მოდით შევთანხმდეთ, რომ ,,სახლურ" მარწყვის ტორტს არაფერი შეედრება დედამიწის ზურგზე. ამ ნოსტალგიებით შთაგონებულს, დღეს ძალიან ძალიან მომინდა ამ უგემრიელესი დესერტის მომზადება. თუმცა! გადავწყვიტე, რომ მარტივად, უბრალოდ ნაღების კრემი მომემზადებინა, რომელსაც არაჟანმა კიდევ უფრო სქელი კონსისტენცია მისცა. მარწყვის ჯემის როლზე ამ ტორტში უკვე აღარ ვსაუბრობ, და სხვათაშორის, ბისკვიტიც საოცრად კარგი გამოვიდა. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, რომ ისე არ გაატაროთ ეს მაისი რომ მარწყვის ტორტი არ მოამზადოთ; მით უმეტეს, რომ ძალიან მარტივ რეცეპტს გიზიარებთ :)

ინგრედიენტები

კრემისთვის:

მომზადება

მომზადებას ვიწყებთ რაღა თქმა უნდა ბისკვიტით!

ოთახის ტემპერატურაზე დარბილებული კარაქი კარგად ათქვიფეთ მიქსერით. ამის შემდეგ ჩაამატეთ შაქარი და ვანილი და დაელოდეთ, ვიდრე კარგად ინგრედიენტები არ შეეთქვიფება ერთმანეთს (დაახლოებით2-3 წუთი) და არ მიიღებთ ფაფუკ მასას. სათითაოდ ჩაახალეთ კვერცხი, და კვლავ აქტიურად განაგრძეთ თქვეფა. დაბოლოს, რა თქმა უნდა ფქვილი. გამოგივათ არაჟანის სისქის და ტექსტურის ცომი.


დროა გადაანაწილოთ ორად ტორტის ცომი და 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოაცხოთ 20-25 წუთი.


რაც შეეხება კრემს: ამ კრემის მომზადება არის უადვილესი და არის უგემრიელესი. მიქსერით ათქვიფეთ ნაღები შაქრის ,,პუდრასთან" და ვანილთან ერთად. უნდა მიიღოთ სქელი მასა, ოღონდ ყურადღებით იყავით, რომ კარაქად არ გადაგექცეთ ნაღები. დაუმატეთ ცოტა არაჟანი და მზადაა!


დღევანდელ დესერტს კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის მაწრყვის ჯემი, რომელიც თავად შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ სახლის პირობებში. მოათავსეთ მარწყვი სოუსის ქვაბში და მოასხით ოდნავ ლიმონი. მოაყარეთ შაქარი და დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15-20 წუთი მოთუშეთ.


ჯემი გააციეთ და ამის შედეგ გადაუსვით ბისკვიტის პირველ ფენას.

შემდეგ სქელი ფენა ნაღების კრემი.

მეორე ბისკვიტი და ბოლოს დარჩენილი კრემი.

გააფორმეთ მარწყვით :)


გირჩევთ გააციოთ ტორტი და ისე მიირთვათ, და თან აუცილებლად გემრიელად :)




© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.