მაწვნის ცივი წვნიანი
ეს წვნიანი აკროშკას მოგაგონებთ, თუმცა ბევრად უფრო საინტერესო ვერსიაა. რაც მთავარია, ძალიან უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს, რადგან უნდა მიირთვათ ცივი.
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში ვხალავ ნიგოზს.
ამასობაში ვჭრი ერთ ნახევარ კიტრს პატარა კუბებად. ნახევარს მოვიტოვებ გასაფორმებლად. კიტრს აუცილებლად ვაცლი თესლს. შეგიძლიათ კიტრი არ დაჭრათ, რადგან საბოლოოდ მაინც უნდა დაბლენდერდეს.
ვჭრი 2 კბილ ნიორს.
ვჭრი მწვანილებს: მწვანე ხახვი, ოხრახუში, კამა, პიტნა.
შემდეგ ვჭრი ავოკადოს შუაზე, ნახევარს გადავინახავ გასაფორმებლად.
ამ ყველაფერს ვათავსებ ბლენდერში, ვამატებ სუნელებს, მაწონს, არაჟანს და ვაბლენდერებ. შემდეგ ვაწურავ ერთ მთლიან ლიმონს და კიდევ ვურევ. ამის შემდეგ ვუსინჯავ გემოს და ვამატებ მარილს და ცოოტა ზეითუნის ზეთს.
საბოლოოდ ვამატებ 6 მოზრდილ კუბ ყინულს და გადმომაქვს თეფშზე. თუმცა, შეგახსენებთ, რომ ეს წვნიანი გაცილებით არომატულია მეორე დღეს, ანუ თუ მთელი ღამით გააჩერებთ მაცივარში, მეორე დღეს უფრო გემრიელი იქნება :)