მექსიკური კარტოფილი

10 დეკ 2019 |

კარტოფილი მექსიკურად ვფიქრობ, რომ ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძია. ოდნავ ცხარე, სუნელებით გაჯერებული, მსხვილად დაჭრილი კარტოფილი თითქმის ყველა ქართული რესტორანის მენიუში გვხვდება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ რადგან შევეხეთ მექსიკურ სამზარეულოს, ეს კერძი აუცილებლად უნდა ყოფილიყო ჩვენს რეცეპტებში. ვიდეოში მომზადებულ გვაკამოლეს და ,,ტაკოებს" სადილის სექციაში მოძებნით!

ინგრედიენტები

მომზადება

მექსიკური კარტოფილის მომზადების დროს კარტოფილს შეგნებულად არ ვფცქვნი; კარგად ვრეცხავ, ვჭრი მსხვილ ნაჭრებად და ვათავსებ დიდი ზომის ჭურჭელში. კარტოფილს ვაყრი ზემოთ აღნიშნულ სუნელებს და ვასხამ ზეთს, რომ სუნელები კარგად გაუჯდეს. მე მიყვარს, როდესაც მექსიკურ კარტოფილს სოიოს სოუსს ვუმატებ, ვფიქრობ რომ უფრო გემრიელს ხდის კერძს, თუმცა ეს თქვენი არჩევანია.

შესაწვავად ვიღებ დიდი ზომის ტაფას და ვასხამ დიდი რაოდენობის მცენარეულ ზეთს, რომ კარტოფილის ნაჭრები კარგად დაიფაროს. კარტოფილს გაცხელებულ ზეთში ნაწილ-ნაწილ ვდებ, რომ გადატრიალების დროს მქონდეს საკმარისი ადგილი. როდესაც კარტოფილის ნაჭრები ოქროსფერი გახდება, ვიღებ ტაფიდან და ვალაგებ სპეციალურ ბადეზე, რომ ზედმეტი ზეთი ჩამოიწუროს.

თქვენ შეგიძლიათ კარტოფილი ღუმელშიც მოამზადოთ.

სერვირების დროს ვაყრი გახეხილ ყველს და რამდენიმე ფოთოლ როზმარინს. VIVA MEXICO!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.