მექსიკური ,,ტაკო"

25 სექ 2019 |

4 ოქტომბერი ამერიკაში ,,ტაკოს" დღედ არის გამოცხადებული. ხვდებით ხომ როგორ უყვართ შტატებში ეს კონკრეტული მექსიკური კერძი? შეგვიძლია ამერიკელების ,,სუსტი წერტილიც" ვუწოდოთ. ძირითადად ,,ტაკოს" ,,ლანჩის" დროს მიირთმევენ, რადგან გარდა იმისა, რომ საოცრად გემრიელია, მისი მირთმევის შემდეგ თავს დამძიმებულად არ გრძნობ(რა თქმა უნდა რაოდენობასაც გააჩნია). სიმინდის ფქვილისგან მომზადებულ თხელი ფორმის მრგვალი ფირფიტა, ე.წ ,,ტორტია", ის მთავარი ინგრედიენტია, რაც ხდის ,,ტაკოს" ასე გამორჩეულს. რას მოათავსებთ მის შიგნით - ქათამს, საქონლის ხორცს, ზღვის პროდუქტებს თუ ბოსტნეულს, მხოლოდ თქვენზეა!

ინგრედიენტები

,,ტაკოს" ფირფიტები

მომზადება

დღეს ჩემს არჩევანს შევაჩერებ საქონლის ხორცის ,,ტაკოზე"! პირველ რიგში ვამზადებ გატარებულ ხორცს. მას შემდეგ, რაც ხორცი ჩაიშუშება თავისივე ცხიმში(თუკი ბევრი ცხიმია, გადაწურეთ), ვამატებ პომიდვრის წვენს და სანელებლებს. დაახლოებით 2-3 წუთი კიდევ ვშუშავ და ვანაწილებ ხორცს მრგვალ ფირფიტებზე. პირადად მე ყოველთვის ვამატებ არაჟანს, პომიდორს, ცხარე სოუსს, ცოტა ყველს, სალათის წვრილად დაჭრილ ფურცელს, ქინძს. რომელია თქვენი საყვარელი ,,ტაკო"?


როგორ მოამზადოთ ,,ტორტია" სახლის პირობებში?

საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში აურიეთ ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი; შემდეგ ხელით შეაზილეთ ქონი. ბოლოს კი თბილი წყლით მოზილეთ ვიდრე არ მიიღებთ ცომის ერთიან მასას. გადაიტანეთ ცომი ფქვილიან ზედაპირზე, დაჭერით 8 ნაწილად, თითოეულს გადააფარეთ ცელოფანი და დაასვენეთ 20 წუთი. გააბრტყელეთ ცომი და მიაღებინეთ მრგვალი ფორმა. გააცხელეთ დიდი ტაფა და გამოაცხვეთ ვიდრე ორივე მხარეს არ მიიღებთ ოქროსფერს. გადაიტანეთ მზა ფირფიტები თეფშზე და გადააფარეთ ნაჭერი რომ დიდხანს შეინახოთ თბილად.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.