მინი გალეტები
ხომ გახსოვთ ჩემი და გალეტის სიყვარულის ისტორია? მას ისევ დავუბრუნდი, ოღონდ ამჯერად მინი ვარიანტებს შემოგთვაზებთ და უფრო მარტივად მომზადების გზას გასწავლით. როდესაც ცომის მოზელვის დრო არ მაქვს, საყინულეში ყოველთვის მაქვს შენახული მარკეტში შეძენილი ფენოვანი ცომის ფირფიტები. გალეტი ძალიან პოპულარული გახდა ჩემს ოჯახში და დარწმინებული ვარ მალე თქვენთანაც იგივე მოხდება. ხილი თქვენი გემოვნებით აარჩიეთ, მაგრამ რა თქმა უნდა ის აუცილებლად უნდა იყოს მყარი, მაგალითად ისეთი, როგორიცაა მსხალი, ვაშლი, მოცვი, ჟოლო...თან ხომ არ დაგავიწყდათ, დღესასწაულები ახლოვდება, მოიწონეთ თავი თქვენს საყვარელ სტუმრებთან!
ინგრედიენტები
მომზადება
ინგრედიენტები, რომელიც სექციაში მიწერია, 4 გალეტისთვისაა გათვლილი: 2 ვაშლის და 2 მოცვის და ჟოლოს ნამცხვრისთვის.
გააბრტყელეთ პირველი ფენოვანი ცომის ფირფიტა და დანით გამოჭერით ორი მრგვალი ფორმა. პატარა ჯამში მოათავსეთ თხლად დაჭრილი ვაშლი, მოაყარეთ 1 ს/კ ფქვილი, 1 ს/კ შაქარი და აურიეთ. მოათავსეთ ვაშლი ცომის გულში და გვერდები აუკეცეთ. გათქვიფეთ კვერცხი, კულინარიული ფუნჯით გადაუსვით ცომს და მოაყარეთ შაქარი.
იგივე პრონციპით იმოქმედეთ მოცვის და ჟოლოს მინი გალეტების მომზადების დროს.
მოათავსეთ გალეტები თუნუქის ფირფიტაზე სპეციალურ ქაღალდზე და 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გააჩერეთ ვიდრე ცომი არ გახდება მუქი ოქროსფერი.
მიირთვით ნაყინთან ერთად, თუმცა დამიჯერეთ, ნაყინის გარეშეც უგემრიელესია!