მინი ტარტები ჯემთან ერთად

11 სექ 2020 |

ეს მინი ტარტები ბავშვობაში მაბრუნებს და რაც ბავშვობას უკავშირდება, ყველაფერი ნათელი და სასიამოვნოა. ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის ამ უგემრიელესი დესერტის გაზიარება და იმედი მაქვს, რომ თქვენს ისეთივე ემოციებით აივსებით, როგორც მე. ჯემიანი ნამცხვარი მართლაც უგემრიელესია და განსაკუთრებით უხდება ჩაის. მოამზადეთ და ისიამოვნეთ!

ინგრედიენტები

ცომისთვის:

კრემისთვის

მომზადება

ტარტის მომზადებას ვიწყებთ ცომით. ჩოპერში მოათავსეთ ცივი კარაქი და ზემოთ აღნიშნული ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. იმისთვის, რომ შეიკრას ცომი, დაუმატეთ 1 ს/კ ცივი წყალი.


ტარტის ფორმაზე თხლად გაშალეთ ცომი და გააციეთ. გაახურეთ გაზქურა 180 გრადუსზე და დაახლოებით 15-20 წუთში მზად იქნება.


რაც შეეხება კრემს, შაქარი და ფქვილი შეურიეთ ერთმანეთს და გახსენით ჯერ ცივ რძეში, შემდეგ დაუმატეთ ცხელი რძე. დაბალ ცეცხლზე მოხარშეთ და სულ ურიეთ. როდესაც ბუშტები დაიწყებს გახეთქვას, 1-2 წუთში ცომი უკვე მზადაა. გაახიეთ და შეურიეთ გათქვეფილი, ფუმფულა ნაღები.


გაციდებულ ტარტზე გადაუსვით ჯერ ჯემი და შემდეგ კრემი.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.