მიწის თხილის ორცხობილები
ამ ჩაკეტილობის დროს ჩემი და ჩემი შვილების ერთ-ერთი საყვარელი გასართობი - ორცხობილების გამოცხობაა. მგონი რეცეპტი აღარ დარჩა, რომ არ გვეცადოს. დღეს ამ უგემრიელესი ,,ქუქის" რეცეპტს გაგიზიარებთ, რომლის მთავარი ინგრედიენტიც მიწისთხილის კარაქია. თუ მისი გამოტოვება გინდათ, ჯობია სხვა რეცეპტს მიმართოთ, რადგან მთელი სიგემრიელე სწორედ მიწისთხილის არომატში იმალება. თუ მზა არ გაქვთ, მიწისთხილის კარაქის მომზადება თავადაც მარტივად შეგიძლიათ სახლის პირობებში. მოაშორეთ ბავშვები ეკრანებს და ახლავე დაიწყეთ მზადება!
ინგრედიენტები
მომზადება
პირველ რიგში დაჭყლიტეთ ბანანი, შემდეგ დაუმატეთ მიწის თხილის კარაქი, თაფლი, სოდა, ვანილი, ქოქოსის ზეთი და კარგად ათქვიფეთ. ამის შემდეგ შეურიეთ შვრია და ფქვილი და ურიეთ მანამ, ვიდრე არ მიიღებთ ერთიან მასას. გააჩერეთ ცომი 20 წუთი მაცივარში.
გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე. თუნუქის საცხობ ფირფიტაზე მოასხით კანოლას სპრეი ზეთი და დასვით კოვზის დახმარებით საშუალო ბურთები. შეგიძლიათ ზემოდან ცოტა დააწვეთ კოვზით, რომ უფრო მეტად გაბრტყელდეს. ორცხობილები 15 წუთში მზად იქნება. გემრიელად მიირთვით!
რაც შეეხება მიწის თხილის კარაქს: მოხალული მიწის თხილი მოათავსეთ ჩოპერში, მოასხით ოდნავ ზეითუნის ზეთი, შეგიძლიათ გემოვნებით დაამატოთ შაქრის ,,პუდრაც" და დაახლოებით 8-10 წუთი დააბლენდერეთ ვიდრე არ მიიღებთ რბილ მასას. შეინახეთ მაცივარში 1 კვირის განმავლობაში :)