მოცვის და ატმის ნამცხვარი

15 ივლ 2021 |

ერთი წუთი თვალები დახუჭეთ და წარმოიდგინეთ: ზაფხულის დილა, ჯერ რომ ეტყობა ღამის სიგრილე, ცხელი ყავა, და ფაფუკი ნამცხვარი, სავსე მოცვის და ატმის არომატით. დიახ, არის მომენტები, როდესაც ზუსტად ასეთი დილა გჭირდება და საკუთარ თავებს უარი არასდროს უთხრათ. როდესაც რაღაც ძალიან გინდათ, მაგალითად ეს ზაფხულის ნამცხვარი, უნდა მოამზადოთ და მიირთვათ! სწორ კვებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ხომ ბალანსია! ასე რომ, ახლა, როდესაც მოცვი ასეთი აქტუალურია (რაც ძალიან მახარებს), დაგეგმეთ ხვალინდელი დღე და აუცილებლად ისიამოვნეთ საკუთარი თავი და გარშემომყოფები.

ინგრედიენტები

მომზადება

როგორც გვჩვევია, ნამცხვრის მომზადების დროს დაგვჭირდება 2 ღრმა ჯამი.


პირველ ჯამში ერთმანეთში ვურევთ მშრალ ინგრედიენტებს: ფქვილი, გამაფხვიერებელი, დარიჩნი, მარილი, ვანილი და გვერდზე გადავდებთ.


მეორე ჯამში სველ ინგრედიენტებს ვათავსებთ: შაქარს და დარბილებულ კარაქს კარგად გავთქვეფთ, ვამატებთ კვერცხს, რძეს დაროდესაც მივიღებთ ერთიან მასას, ამის შემდეგ ვურევთ მშრალ ინგრედიენტებში. ბოლოს ვაყრით მოცვს და ატამს.


ცომს ვათავსებთ საცხობ ფორმაში, შეაშხაპუნეთ კანოლა სპრეი ზეთი ან სხვა ცხიმი და 180 გრდადუსზე გამოაცხვეთ 40-45 წუთი.


უგემრიელესი ნამცხვარი მზადაა!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.