მოცვის და ლიმონის კექსი
რაც დრო გადის უფრო მეტად ვრწმუნდებით, რომ კექსს დრო არ აქვს, ის ყველა სეზონს უხდება. ალბათ იმიტომ რომ ნებისმიერი ხილით შგიძლია მოიფიქრო სეზონური კექსი. ამჯერად მოცვი შევარჩიეთ, თუმცა კიდევ უფრო არასტანდარტული არომატების მისაღებად ლიმონიც დავამატეთ. ძალიან გემრიელი გამოვიდა.
ინგრედიენტები
მომზადება
ოთახის ტემპერატურაზე დარბილერული კარაქი გავთქვიფოთ შაქართან ერთად, შემდეგ დავუმატოთ ლიმონის წვენი და ცედრა, ასევე ორი კვერცხი და გავაგრძელოლოთ მიქსერით შერევა, ამის შემდეგ რძე და ისევ კარგად ავურიოთ. ბოლოს მშრალი ინგრედიენტების დროც დგება: ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და მარილი. ბოლო საფეხური ცომში მოცვის შერევაა და ამისთვის უმჯობესია, რომ გამოიყენოთ ხის კოვზი. მიღებული მასა მოათავსეთ ფორმაში და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე.