მოცვის მაფინები

17 ივნ 2020 |

ამ მაფინების გაკეთება საოცრად გაგიადვილდებათ ჩვენი ასაწყავი ჭიქების, კოვზების, მაფინების საცხობი ფორმის და კანოლას სპრეი-ზეთის დახმარებით. მერწმუნეთ, ამ ყველაფერთან ერთად საქმე განახევრებული გაქვთ. ახლა მოცვის სეზონია გირჩევთ გაყინოთ ეს ძალიან სასარგებლო ხილი და შეინახოთ ზამთრისთვის, რომ ამ მაფინებით ცივ დღეებშიც ისიამოვნოთ.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში გაახურეთ გაზქურა 190 გრადუსზე. მოასხით კანოლას სპრეი ზეთი მაფინის გამოსაცხობ ფორმას. თუ კანოლას ზეთი არ გაქვთ, მაშინ კარაქი წაუსვით კარგად. კარაქი აუცილებლად უდნა იყოს ოთახის ტემპერატურაზე გამლღვალი.

დავიწყოთ ინგრედიენტების შერევა

  • აურიეთ ერთმანეთში კარაქი და შაქარი. თუ მიქსერს იყენებთ, დაგჭრდებათ დაახლოებით 5 წუთი.
  • დაამატეთ კვერცხი და კარგად აურიეთ
  • დაამატეთ მარილი, გამაფხვიერებელი და ვანილი და კარგად აურიეთ
  • დაამატეთ 1/4 ჭიქა რძე და აურიეთ
  • შემდეგ 1 ჭიქა ფქვილი
  • ახლა კი ვამატებთ დარჩენილ 1/4 ჭიქა რძეს
  • ბოლოს დარჩენილ ფქვილს ვამატებთ და კარგად ვურევთ

ახლა კი დროა გადავდოთ მიქსერი და ჩავყაროთ მოცვი. ხის კოვზის ან ჩვენი ცომის საჭრელის დახმარებით ნაზად აურიეთ მოცვი და ცომი ერთმანეთში, ბოლოს კი დაახეხეთ ფორთოხლის ცედრა და ერთხელ კიდევ ნაზად აურიეთ.

ჩაასხით საცხობ ფორმებში და გამოაცხვეთ 30 წუთის განმავლობაში.

როცა გაზქურიდან გამოიღებთ კარგად გააგრილეთ და ამოიღეთ ფორმიდან.

დარჩენილი ცომით კიდევ 5 ან 6 მაფინი გამოგივათ და იგივე პრინციპით გამოაცხვეთ. ბოლოს შეგიძლიათ შაქრიდ პუდრა მოაყაროთ.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.