მოცვის მუსი კრემ-ყველთან ერთად

18 მარ 2021 |

თუ კრემ-ყველი თქვენთვის ერთ-ერთი საყვარელი ინგრედიენტია, გთავაზობთ მორიგი დესერტის რეცეპტს, რომელიც თითქოს ჩისქეიქს გვაგონებს, მაგრამ მაინც განსხვავებული გემო და ტექსტურა აქვს. ამ რეცეპტის მომზადება ერთვარი თერაპია იქნება, ჩვენი განწყობა კიდევ უფრო აამაღლა ახლად აყვავებულმა ჭერმის ყვავილებმა.

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში, დააყარეთ შაქარი მოცვს, დაუმატეთ მარილი და დადგით დაბალ ცეცხლზე და ხის კოვზით ურიეთ 10 წუთი. შემდეგ გააციეთ ბოლომდე და მოათავსეთ ბლენდერში. დაამატეთ კრემ-ყველი, არაჟანი და კარგად დააბლენდერეთ.

ცალკე ჯამში ათქვიფეთ ნაღები და აურიეთ მოცვის მასაში.

გადაანაწილეთ ჭიქებში და მოაყარეთ ფსტა.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.