მწყემსის ღვეზელი სოკოთი

06 დეკ 2020 |

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში ვახურებთ გაზქურას 180 გრადუსზე.


ვჭრით კარტოფილს პატარა კუბებად და ვხარშავთ.


ვჭრით ხახვს, სტაფილოს და საშუალო ცეცხლზე ვთუშავთ ზეითუნის ზეთში.


როდესაც ბოსტნეული ზომიერად დარბილდება, ვამატებთ დაჭრილ სოკოს და ვთუშავთ 10 წუთის განმავლობაში. სანამ სოკო არ შეიცვლის ფერს.


ვამატებთ ღვინოს, ბულიონს და 2 სუფრის კოვზ ფქვილს, რომ სოუსი ოდნავ შესქელდეს.

ბოლოს ვამატებთ ბარდას.

ბოსტნეულს ვთუშავთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი და ვურევთ პერიოდულად.


ამასობაში ჩვენი კარტოფილი უკვე მოიხარშა, ვჭყლიტავთ და ვამატებთ რძეს, ვურევთ და ბოლოს ვანატებთ 2 სუფრის კოვზ კარაქს, მარილს და პილპილს.


დროა მივხედოთ ფარშს. საშუალო ცეცხლზე და დიდ ტაფაზე ვთუშავთ სანამ მთლიანად არ შეიფერება ვარდისფერი და არ გახდება მოყავისფრო. როცა ფერს შეიცვლის 15 წუთით კიდევ ვტოვებთ დაბალ ცეცხლზე და ვურევთ. არ დაგავიწყდეთ პილპილი და მარილი. ჩვენ როზმარინსაც ვამატებთ ხორცს.


ახლა კი დროა ავაწყოთ მწყემსის ღვეზელი.


დაგჭირდებათ ცეცხლგამძლე ღრმა ჭურჭელი რომელიც მთლიან მასას დაიტევს.


ჭურჭელში პირველ ფენად ვათავსებთ ბოსტნეულს, შემდეგ ფარშს და ბოლოს საბანივით გადავავაფარებთ პიურეს.


ღვეზელის გამოცხობას ჭირდება 15 წუთი 180 გრადუსზე. ხოლო ბოლო 5-8 წუთით გადავრთავთ ზედა მობრაწვის რეჟიმზე.


თუ თქვენ ხართ ვეგანი, თავისუფლად შეგიძლიათ გამოტოვოთ საქონლის ფარში.

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.