მწვანე ოსპის წვნიანი

10 დეკ 2020 |

ამასწინათ ერთ-ერთი დიდი სუპერმარკეტიდან წითელი და მწვანე ოსპის მარცვლები მოვიტანე სახლში. წითელი მალევე გამოვიყენე, თუ გახსოვთ, ქარის სუნელთან და ქოქოსის რძესთან ერთად...მმმმ ეხლაც მაჟრიალებს რომ მახსენდება ის სიგემრიელე. ხოდა, მწვანე ოსპი რატომღაც დამეჩაგრა და ახლა გამოვასწორე ეს დანაშაული! მოვამზადე პროტეინებით სავსე ნამდვილი ვეგანური წვნიანი. ვინც მარხულობთ და ეძებთ განსხვავებულ გემოს, ეს რეცეპტი თქვენთვისაა!

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში მოხარშეთ მწვანე ოსპი! ჯერ გარეცხეთ და შემდეგ ადუღებულ წყალში მოხარშეთ დაახლოებით 25-30 წუთი დაფნის ფოთოლთან ერთად. გადააქციეთ წყალი და ცოტა ხნით გვერდზე გადადეთ მწვანე ოსპი.


პარალელურად - ვთუშავთ ხახვს, სტაფილოს, ნიორს და ნიახურს (თუ არ გაქვთ არაუშავს) ზეითუნის ზეთში. ამის შემდეგ, დაამატეთ სუნელები, ტომატის პასტა და რამდენიმე დატოვეთ ცეცხლზე. დაამატეთ შემდეგ 1 ქილა დაჭრილი პომიდორი და ისიც მოთუშეთ. ახლა კი ბულიონის, ან წყალი და ოსპის დროც მოვიდა! აადუღეთ წვნიანი და დაბალ ცეცხლზე 5 წუთი კიდევ გააჩერეთ, შეურიეთ დაჭრილი ისპანახი, ან ქეილი და მოასხით ლიმონის წვენი.


თბილი, ნამდვილი ზამთრის წვნიანი მზადაა!



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.