მუხუდოს წვნიანი ქოქოსის რძით და ჯინჯერით

24 ოქტ 2020 |

თუ გაინტერესებთ როგორია ფოსფორისფერი წვნიანი, ეს რეცეპტი უნდა სცადოთ! უგემრიელესი, სავსე ვიტამინებით, ნამდვილი შემოდგომის სასწაული!

ინგრედიენტები

მომზადება

პირველ რიგში წვრილად დაჭრით ძირა, ხახვი და ნიორი და მოათავსეთ წვნიანის ქვაბში, სადაც უკვე შემთბარი ზეითუნის ზეთი გველოდება.

დატოვეთ საშუალო ცეცხლზე 5–7 წუთი და დაამატეთ ძირა, მარილი, პილპილი. შემდეგ გაწურეთ კონსერვის მუხუდო, გადაავლეთ წყალი და ოდნავ შემშრალი ჩაამატეთ ქვაბში. საშუალო ცეცხლზე თუშეთ 10 წთ. შემდეგ ვამატებთ ქოქოსის კონსერვს. კარგი იქნება, თუ კონსერვი მაცივარში არ გექნებათ შენახული, რომ ძალიან არ შედედდეს. თუ შედედებული იქნება, არც ეგ არის პრობლემა, სანამ ქვაბში მოათავსებთ, ჩანგლით მოურიეთ და ერთ მასად აქციეთ.


ქოქოსთან ერთად წვნიანმა უნდა იდუღოს 10 წუთი და შემდეგ ვამატებთ ან ადუღებულ წყალს ან ბოსტნეულის ბულიონს.


30 წუთის შემდეგ, როცა ჩვენი წვნიანი გამზადდება, ვამატებთ ქეილს ან ისპანახს. ეს უკანასკნელი ყვითელ ფერს ფოსფორისფერისკენ წაიყვანს და თქვენი ქვნიანი შუაზე გაჭრილ ლაიმს მოგაგონებთ, ისეთი საოცარი ფერი ექნება.


სერვირებისთვის გადაიტანეთ წვნიანის თასში, მოაყარეთ 4–5 ფოთოლი პიტნა და მიირთვით გემრიელად!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.