ნამცხვარი კენკრით და ქრემბლით

22 ივლ 2020 |

სანამ ჯერ კიდევ სეზონია არ გამოტოვოთ ეს რეცეპტი. მარკეტში ან ბაზარში ნაყიდი კენკრიდან ერთი ჭიქა გადადეთ. მე ამ შემთხვევაში სახლში მოცვი და წითელი მოცხარი მქონდა და ისინი შევურიე ერთმანეთში, თქვენ შეგიძლიათ ჟოლოც გამოიყენოთ ან მარტო მოცვი. მთავარია, რომ შედეგად მიიღებთ ფერად და არომატულ ნამცხვარს ქრემბლის ზედაპირით. ვფიქრობ ტბილ ცომს ცოტა მჟავე კენკრა განსაკუთრებით უხდება. ალბათ ზაფხულსაც უხდება ხილის მარტივი ნამცხვრები კრემის გარეშე :)

ინგრედიენტები

ცომი

ქრემბლი

მომზადება

1. პირველ რიგში ვამზადებთ ცომს. გააცალკევეთ კვერცხის ცილა და გული. კარგად ათქვიფეთ ცილა, როცა გამაგრდება სამ ეტაპად ჩააგდეთ კვერცხის ერთი გული და შაქარი, ანუ ასე გაიმეორეთ სამჯერ. შემდეგ შეათქვიფეთ ფქვილი და ვანილი. ცომი ჩაასხით საცხობ ფორმაში.ამ შემთხვევაში food4.ge-ს საცხობი ფორმა იდეალური აღმოჩნდა. კანოლას სპრეი ზეთი კი დაგეხმარებათ რომ ნამცხვარმა არ მიიკრას და უპრობლემოდ მოცილდეს ფირფიტის ზედაპირს.

2.შემდეგ ვამზადებთ ქრემბლის, ხელით აურიეთ შაქარი, ფქვილი და კარაქი, უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა. ამასობაში გარეცხილი და გამშრალი კენკრა ჩაყარეთ ქრემბლიში, მსუბუქად შეურიეთ და გადაანაწილეთ მასა ცომის ზედაპირზე.

3.გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 40-50 წუთის განმავლობაში.


© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.