ნამცხვარი მოხარშული მსხლებით

19 დეკ 2019 |

ამ ნამცხვრის მომზადებას დიდი ხანი ვგეგმავდი და ახლა მგონია რომ სწორი დრო შევარჩიე! ვფიქრიბ, რომ წინასაახალწლო დღეებს განსაკუთრებით მოუხდება ეს ორიგინალური ნამცხვარი, რომელსაც მთლიან მსხლებთან ერთად ცხვება. მომზადების პროცესი ძალიან საინტერესო და მარტივია, არ გეგონოთ რომ რაიმე განსაკუთებულ რთულ რეცეპტთან გვაქვს საქმე! მოემზადეთ დარიჩნის თავბრუდამხვევი სურნელისთვის და უგემრიელესი დესერტისთვის, რომელიც ჯერ თავისი ვიზუალით მოგხიბლავთ, შემდეგ გემოთი.

ინგრედიენტები

ცომისთვის:

მსხელბისთვის:

კრემისთვის:

მომზადება

ვიდრე ცომის მომზადებას შევუდგები, ვხარშავ მსხლებს: ვფცქვნი, ყუნწებს არ ვაძრობ, რადგან ნამცხვარს საინტერესო დეტალს აძლევს და ვათავსებ საშუალო ზომის ქვაბში. ვაყრი შაქარს, ვუმატებ წყალს, ღვინოს და დარიჩინის ღეროებს. ქვაბს ვდგამ დაბალ ცეცხლზე და ვტოვებ დაახლოებით 30-40 წუთი. გაითვალისწინეთ, რომ მსხლები არ იყოს გადამწიფებული.


ღუმელს 180 გრადუსზე ვახურებ. რაც შეეხება ცომს, მშრალ და სველ ინგრედიენტებს ცალცალკე ჯამში ვურევ ერთმანეთში. ბოლოს სველ ინგრედიენტებს: კარაქი, კვერცხი, ვანილის ექსტრაქტი, რძე ვათავსებ ფქვილის, შაქრის, გამაფხვიერებლის და სუნელებიან დიდ ჯამში და მიქსერის დახმარებით ვთქვიფავ ვიდრე არ ვიღებ ერთიან მასას. ცომი სასურველია მოათავსოთ საშუალო ზომის ჩვეულებრივ ფორმაში (ტორტის ფორმა). ფორმაზე ვასხამ შესასხურებელ ზეთს, ჯერ ვათავსებ ცომს და ამის შემდეგ ცომში ვდებ უკვე გაგრილებულ და მშრალ მთლიან მსხლებს. 45 წუთში ნამცხვარი მზად იქნება რომ ღუმელიდან გამოვიღო. ნამცხვარს კარგად ვაგრილებ და ამის შემდეგ გადმომაქვს ფორმიდან.


კრემის მომზადებას ვიწყებ კრემ- ყველის გათქვეფით, ვუმატებ ვანილს, თაფლს და ამის შემდეგ ნელ-ნელა ვუმატებ საკონდიტრო შაქარს. კრემის სისქის განსაზღვრისთვის ვიყენებ ნუშის რძეს. კრემს ზემოდან ვასხამ გაგრილებულ ნამცხვარზე და სურვილისამებრ თქვენ შეგიძიათ მოაყაროთ ცოტა დარიჩინი.


ასეთია ნამცხვარი მოხარშული მსხლებით, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს!

© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.