ნიკოს ორცხობილები
ეს ორცხობილები იდეალურია ოჯახური ტრადიციისთვის! ჩემს შემთხვევაში ნამდვილად ასეა და თქვენც გირჩევთ. ჩვენ - მე და ნიკო თითქმის ყოველ შაბათს ვამზადებთ ორცხობილებს, რომელსაც ჩემი შვილის სახელი დავარქვი და ოჯახში ყველა ,,ნიკოს ორცხობილებს" ეძახის. რეცეპტი შევარჩიე მაშინ, როდესაც ჩემს შვილს კბილების ამოსვლის პერიოდი ჰქონდა და სულ უნდოდა რაღაც „დაეღრღნა". უქმეებზე სამზარეულოში ფუსფუსი და გემრიელი ორცხობილები იმედია თქვენს პატარასაც მოეწონება.
ინგრედიენტები
მომზადება
დარბილებული კარაქი ავთქვიფოთ მიქსერით, დავამატოთ კვერცხი და შაქარი. კარგად გათქვეფის შემდეგ კი - ძმარი, სოდა, ვანილი. დასასრულს ფქვილი და გირჩევთ აურიოთ ხელით. მიღებული მასა მოგრძო ფორმებად დადეთ თუნუქის ფირფიტაზე და შემდეგ დახაზეთ ჩანგლით. ან მიეცით რაიმე სხვა, სახალისო ფორმა. თუნუქის ფირფიტას ოდნავ წაუსვით მცენარეული ზეთი და ღუმელი გაახურეთ 180 გრადუსზე. გამოცხობას ჭირდება დაახლოებით 20-25 წუთი. გემრიელად მიირთვით!